ლა ლიგას მე-18 ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე "სოსიედადთან" 0:2 დამარცხდა. ჰოდა, ასეთ შემთხვევას კომენტარის გასაკეთებლად ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი ხელიდან როგორ გაუშვებდა.
"მიუხედავად მორიგი საშინაო მარცხისა, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ "რეალი" ევროპა ლიგაზე გავა", - დაწერა ლინეკერმა თავის ტვიტერზე.
ამ წაგების შემდეგ "რეალი" მეხუთე ადგილზე დაქვეითდა, მისი ხელმძღვანელობა კი თვლის, რომ ხოსე მუნუერ მონტერომ მიკერძოებულად იმსაჯა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში უჩივლებს.