როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბლაუგრანა" "ტოტენჰემის" 33 წლის ფორვარდით, ფერნანდო ლორენტეთი ინტრესდება.
ლორენტესთვის ლა ლიგა უცხო არ არის, ის წლების განმავლობაში "ბილბაოს" შემადგენლობაში ასპარეზობდა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 5 ჩატარებული მატჩია, რომლებშიც ესპანელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ფერნანდო ლორენტეს კონტრაქტი "ტოტენჰემში" სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მის სასურველ ფასად ჩაგდებას ცდილობს.
"ბარსელონამ" მუნირი "სევილიას" 1.05 მილიონად მიყიდა