ეს გოლი არც ამ ტურში ყოფილა გამორჩეული და არც მატჩში გადამწყვეტი, მაგრამ მან ყველაფერი დაჩრდილა - კრისტიან სტუანის სუპერგოლი, თანაგუნდელ ლუის სუარესის დუბლი და "სევილიას" ბასკური მარცხი...
...რადგან ეს გოლი არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის მე-400 იყო ლა ლიგაში. 31 წლის ფორვარდმა უკვე 400 გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში და ჯერ გაჩერებას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ტოპ-5 ლიგაში ეს არის უნიკალური შედეგი - ერთ ტოპ-ჩემპიონატში 400
"ბარსაც" პირველია, რომელმაც "ეიბარს" მარტივად მოუგო, ლუის სუარესის ბრწყინვალე თამაშის წყალობით - ურუგვაელის ანგარიშზე 2 გოლი და საგოლე პასია.
ჩემპიონი მდევარ "ატლეტიკოს", რომელმაც ტრადიციული ანგარიშით (1:0) მოიგო, კვლავ ხუთი ქულით უსწრებს. აი, დიეგო სიმეონეს გუნდმა კი ამით გაიმყარა მეორე ადგილი, რადგან "სევილია" ბილბაოში დამარცხდა, ხოლო "ალავესი" კატალონიაში "ჟირონას" დაუზავდა.
სხვათა შორის, ესპანეთის ყველაზე პოპულარული გამოცემა "მარკა" მესის არ უთვლის 400 გოლს. მისი დათვლით, ლეომ 399 გოლი გაიტანა და არა 400. საქმე ისაა, რომ 2012/13 წლების სეზონის მე-14 ტურში "ბარსამ" 5:1 გაანადგურა "ბილბაო". 2:0 მესის გოლის შემდეგ გახდა, რომელიც მერე ამორებიეტას ავტოგოლად შეუცვალეს. მოკლედ, "მარკას" გარდა, დანარჩენი სამყაროსთვის არგენტინელმა ლა ლიგაში 400 გოლი გაიტანა.
ტურის ფაქტები
- რაულ დე ტომასი "რაიო ვალეკანოს" პირველი ფეხბურთელია ხავი გერას შემდეგ, ვინც დუბლის შესრულება შეძლო. დე ტომასმა მოგვიანებით მესამე გოლიც გაიტანა, თუმცა ალბერტო ბუენოს (2015) შედეგი (პოკერი) ვერ გაიმეორა.
- "ვალიადოლიდმა" და "კიევომ" მოახერხეს მხოლოდ ევროპის ტოპ-5 ლიგაში ზედიზედ ორ საგარეო მატჩში ტაიმის ისე ჩამთავრება, რომ კარისკენ არ დაურტყამთ.
- "ვალენსიას" დარტყმების მხოლოდ 6.5% გადის. ეს ლა ლიგაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
- "ვილიარეალმა" 19 ტურში მხოლოდ 17 ქულა დააგროვა, რაც ამ კლუბის ისტორიაში წრის ყველაზე ცუდი შედეგია.
- "ატლეტიკომ" ამ სეზონში ლა ლიგაში შინ პირველი ტაიმი 6-ჯერ დაასრულა 0:0.
- "ლევანტეს" წინააღმდეგ 7 მატჩში ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) 7 გოლში (6 გოლი, 1 საგოლე პასი) მიიღო უშუალო მონაწილეობა.
- ლეო მესის (ბარსელონა) "ეიბართან" უცუდესი პირველი ტაიმი ჰქონდა - ბურთს 19-ჯერ შეეხო (არცერთხელ მეტოქის საჯარიმოში) და მხოლოდ 11 პასი გააკეთა.
- ლიონელ მესი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც 400 და მეტი გოლი გაიტანა ევროპის ტოპ-5 ლიგის ისტორიაში. პირველი კრიშტიანოა 409 გოლით. თუმცა ლეოს 63 მატჩით ნაკლების გამართვა დასჭირდა 400 გოლის მისაღწევად.
- ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა ერთად ლა ლიგაში 31 გოლი გაიტანეს. არც ერთ გუნდს ლა ლიგაში არ აქვს მეტი გატანილი ("სევილიას" და "სელტას" 31-31), ვიდრე "ბარსას" ვარსკვლავურ ტანდემს.
- ლუკა მოდრიჩის (რეალი) 15 გოლიდან (ყველა შეჯიბრი) 13 საჯარიმოს გარედან დარტყმულებზე მოდის.
ლა ლიგა. XIX ტური
რ. ვალეკანო-სელტა 4:2
გოლები: 1:0 დე ტომასი (4), 1:1 არაუჟო (13), 1:2 მ. გომესი (18-პენ), 2:2 დე ტომასი (37), 3:2 დე ტომასი (77), 4:2 ბებე (91)
ლეგანესი-უესკა 1:0
გოლი: 1:0 ენ ნესირი (73)
ვალენსია-ვალიადოლიდი 1:1
გოლები: 1:0 პარეხო (71), 1:1 ალკარასი (82)
გამოუყენებელი პენალტი: როდრიგო (54. ვალენსია)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, ვასი (56. კოკლენი), პარეხო, ჩერიშევი (87. ლი კანგინი) - როდრიგო, მინა (80. გამეირო)
ჟირონა-ალავესი 1:1
გოლები: 1:0 სტუანი (12), 1:1 ბასტონი (50)
ვილიარეალი-ხეტაფე 1:2
გოლები: 0:1 მოლინა (52), 1:1 კაბრერა (75 ს. კ.), 1:2 ანხელი (89)
გამოუყენებელი პენალტი: ეკამბი (92. ვილიარეალი)
ატლეტიკო-ლევანტე 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (57-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი (9. ხიმენესი), გოდინი, ხუანფრანი - კოკე, როდრი, თომასი, ვიტოლო (76. კალინიჩი) - ა. კორეა (72. ლემარი), გრიზმანი
ბილბაო-სევილია 2:0
გოლები: 1:0 ვილიამსი (23), 2:0 ვილიამსი (84)
სევილია (3-4-1-2): ვაცლიკი - ნანიონი, კიაერი (87. ხილი), გომესი - ხესუს ნავასი, ბანეგა, მესა (79. ელ ჰადადი), ესკუდერო (70. პრომესი) - სარაბია - ბენ იედერი, ანდრე სილვა
ბარსელონა-ეიბარი 3:0
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (19), 2:0 მესი (53), 3:0 ლ. სუარესი (59)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (83. სემედუ), პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (66. ვიდალი), არტური (72. დემბელე) - მესი, ლ. სუარეი, კოუტინიო
ბეტისი-რეალი 1:2
გოლები: 0:1 მოდრიჩი (13), 1:1 კანალესი (68), 1:2 სებალიოსი (88)
რეალი (3-5-2): ნავასი - ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - კარვახალი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე (82. ბ. დიასი), რეგილონი (74. სებალიოსი) - ბენზემა (46. კ. გონსალესი), ვინისიუსი
ორშაბათი. 14 იანვარი
სოსიედადი-ესპანიოლი 23:59
ბომბარდირები: 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი.
მომდევნო ტური
18 იანვარი: ხეტაფე-ალავესი
19 იანვარი: რეალი-სევილია, უესკა-ატლეტიკო, სელტა-ვალენსია
20 იანვარი: ბეტისი-ჟირონა, ვილიარეალი-ბილბაო, ლევანტე-ვალიადოლიდი, რაიო ვალეკანო-რეალ სოსიედადი, ბარსელონა-ლეგანესი
21 იანვარი: ეიბარი-ესპანიოლი.
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"