იმისათვის, რათა "სევილიასთან" ითამაშოს, კარიმ ბენზემამ ოპერაციის გაკეთება გადადო

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა 20 იანვარს ოპერაციას გაიკეთებს.

მან ლა ლიგას მე-19 ტურში "ბეტისთან" მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

ბენზემას მარჯვენა ხელის თითი აქვს მოტეხილი და საოპერაციოა, მაგრამ ქირურგიული ჩარევა იმისათვის გადადო, რათა 19 იანვარს "სევილიასთან" ითამაშოს.

ოპერაციის შემდეგ ბენზემას დაახლოებით ორი კვირა მოუწევს უქმობა.

ბენზემამ ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 19 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ არაფერი რაკიტიჩმაც როდესაც მოიტეხა თამაშში თითი შეუცვლელად ითამაშა იმ მატჩში მაინც. ამიტომ გასაკვირი არაფერი არარის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული