ლა ლიგას მე-20 ტურში "სევილიას" დამარცხების (2:0) შემდეგ, კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ გააკეთა.
"იმის გათვალისწინებით, რომ მოდრიჩს შესვენებაზე თვალთან ნაკერი დაადეს, დიდებული შეხვედრა ჩაატარა.
ნამდვილი მებრძოლია. ბოლომდე ითამაშა და გოლი გაიტანა.
გამახარა ისკომ და სხვა ფეხბურთელებმაც.
გუნდი ბოლომდე დაიხარჯა. სამივე ტურნირზე გავაგრძელებთ ბრძოლას. "რეალისთვის" შეუძლებელი არაფერია".