ლა ლიგა. XX ტური: "ბარსა" ვალვერდეს ექსპერიმენტს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
ვალვერდემ თქვა, დემბელესა და კოუტინიოს ერთად თამაში შეუძლიათო და... "ლეგანესთან" მატჩში სასტარტოდან მესი ამოაგდო! ამან ვერ იმუშავა და 1:1-ზე ლეო ახალგაზრდა ალენიას ნაცვლად გამოჩნდა. გამოვიდა რაკიტიჩიც...


ტურის ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და ის ვერ გამოდგა კარგი საყურებელი - "რეალისა" და "სევილიას" ბოლო დაპირისპირებებში უამრავი გოლი გადიოდა, მაგრამ ამჯერად, სანტი სოლარის გუნდი საქმეს პრაგმატულად მიუდგა და "სევილიას" სივრცეები შეუზღუდა. თუმცა ძნელი საფიქრებელია, რა მოხდებოდა, რომ არა კაზემირო, რომელმაც მატჩის მიწურულისკენ საოცარი დარტყმით გახსნა ანგარიში.
გამარჯვება კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა გააფორმა, რომელსაც ამ სტატუსისთვის შეუფერებელი გოლების რაოდენობა აქვს დაგროვილი, ისიც ბოლო ორი ტურის წყალობით.

"რეალმა" ამ გამარჯვებით უშუალო კონკურენტს გადაასწრო და მე-3 ადგილზე გადავიდა. "სეზონის საუკეთესო მოდრიჩი და სეზონის საუკეთესო "რეალი" - ასე დაასათაურა "მარკამ" ამ მატჩის მიმოხილვა. მოკლედ, "რეალში" ფორვარდებს ვერ გააქვთ და ამ მისიის შესრულებას ნახევარმცველები შეუდგნენ.


"ატლეტიკო" სტილსა და ტრადიციას არ ღალატობს, ისე იგებს თამაშებს. უბრალოდ, ახალი ისაა, რომ არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თამამად ენდობა გუნდში ახალ-ახალ სახეებს. ახალი ისიცაა, რომ სულ მალე "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ალვარო მორატა გახდება.


ამ ტურში "ბეტისის" სევილიური თრილერი უნდა გამოვყოთ, მოგებამ ამ გუნდს ლიდერთა ჯგუფთან მიახლოების საშუალება მისცა. ერთი მოგების წყალობით ცხრილის ზედა ეშელონში გადავიდა "ვალენსიაც", ხოლო ბასკური "ალავესი" ძალზე შერცხვა მადრიდში.

ტურის ფაქტები
  • ხორხე მოლინამ (ხეტაფე) 20 ტურში უფრო მეტი გოლი (8) გაიტანა, ვიდრე შარშანდელ სეზონში. მან დუბლი 2012 წლის მერე პირველად შეასრულა, მაშინ კი "ბეტისში" თამაშობდა.
  • სერხიო რამოსმა ლა ლიგაში 450 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 411 "რეალის" მაისურით, 39 "სევილიის".
  • ლუკა მოდრიჩმა (რეალი) ზედიზედ მეორე ტურში პირველად გაიტანა 284 მატჩში.
  • ლუკა ერნანდესმა "ატლეტიკოს" მაისურით პირველად გაიტანა გოლი. ამისთვის 107 მატჩის გამართვა დასჭირდა.
  • დიეგო სიმეონეს დაუმარცხებელი სერია აქვს - 10 მოგება, 7 ფრე.
  • დანი პარეხომ 1 225 პასი გააკეთა სეზონში, რაც სულ მცირე, 400 პასით მეტია "ვალენსიას" სხვა ფეხბურთელებზე.
  • მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) გახდა პირველი გერმანელი გოლკიპერი, ვისაც ლა ლიგაში 100 თამაში დაუგროვდა.
  • უსმან დემბელემ (ბარსელონა) "ლეგანესთან" პირველ ტაიმში 12 დრიბლინგი (8 წარმატებული) განახორციელა.

ლა ლიგა. XX ტური
ხეტაფე-ალავესი 4:0
გოლები: 1:0 მატა (33-პენ), 2:0 მოლინა (46), 3:0 მოლინა (55), 4:0 მატა (88)

რეალი-სევილია 2:0
გოლები: 1:0 კაზემირო (78), 2:0 მოდრიჩი (92)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი (88. ვალვერდე) - ლ. ვასკესი (77. ისკო), ბენზემა, ვინისიუსი
სევილია (3-1-4-2): ვაცლიკი - კიაერი, გომესი, კარისო - ბანეგა - ხესუს ნავასი, სარაბია, ფ. ვასკესი, ესკუდერო (86. ხილი) - ანდრე სილვა (75. ელ ჰადიდი), ბენ იედერი (71. პრომესი)

უესკა-ატლეტიკო 0:3
გოლები: 0:1 ლ. ერნანდესი (31), 0:2 არიასი (52), 0:3 კოკე (71)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ლემარი (90. მუნიოსი), თომასი, როდრი (86. მონტერო), კოკე (72. მოლიეხო) - გრიზმანი, ა. კორეა

სელტა-ვალენსია 1:2
გოლები: 1:0 არაუხო (40), 1:1 ფ. ტორესი (71), 1:2 როდრიგო (84)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი (61. ფ. ტორესი), კოკლენი (79. ვასი), პარეხო, ჩერიშევი (61. გამეირო) - როდრიგო, მინა

ბეტისი-ჟირონა 3:2
გოლები: 1:0 ტელიო (12), 1:1 ა. გარსია (36), 1:2 დუმბია (44), 2:2 ლორენი (54), 3:2 კანალესი (94-პენ)

ვილიარეალი-ბილბაო 1:1
გოლები: 0:1 ხ. კოსტა (18-საკ. კარში), 1:1 ეკამბი (71)

ლევანტე-ვალიადოლიდი 2:0
გოლები: 1:0 კოკე (42), 2:0 როხერი (95)

ვალეკანო-სოსიედადი 2:2
გოლები: 1:0 კომესანია (22), 2:0 ემბარბა (28), 2:1 მორენო (39), 2:2 ვილიან ჟოზე (82)

ბარსელონა-ლეგანესი 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (32), 1:1 ბრაიტვაიტი (57), 2:1 ლ. სუარესი (71), 3:1 მესი (92)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა - ალენია (64. მესი), ბუსკეტსი, არტური (64. რაკიტიჩი) - დემბელე, ლ. სუარესი (69. მალკომი), კოუტინიო

ორშაბათი. 21 იანვარი
ეიბარი-ესპანიოლი 23:59

ბომბარდირები: 18 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა).

მომდევნო ტური
26 იანვარი: სევილია-ლევანტე, ატლეტიკო-ხეტაფე, ლეგანესი-ეიბარი, ბილბაო-ბეტისი
27 იანვარი: ვალიადოლიდი-სელტა, ჟირონა-ბარსელონა, რეალ სოსიედადი-უესკა, ვალენსია-ვილიარეალი, ესპანიოლი-რეალი
28 იანვარი: ალავესი-რაიო ვალეკანო

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მესიც რომ აღარ იყოს,მაშინ რაღა იქნებოდა?რა თქმა უნდა რონალდოს წასვლით ლა ლიგამ მესისა და რონალდოს მეტოქეობის პეწი დაკარგა,ის მართლაც ძალიან ალამაზებდა ლიგას,მაგრამ ამაში მესის დანაშაული ყველაზე მცირეა,რეალი კი საკუთარი სისულელის საფასურს უკვე იხდის და მე მგონი, კიდევ ბევრს იზარალებს ამითი.
სოსო
21 იანვარი 2019 22:12
0
ვახო, ბანძი შენი კომენტარებია. ( ამაშია საქმე, შენ, და ვითომ კიდევ რამოდენიმე, ხართ ერთი და იგივე ტიპი) რონალდოსი რა გითხრა, მაგრამ თვითონ ფეხბურთი მესის მერე იქნება ბანძი.
გია1
21 იანვარი 2019 16:24
0
რატო არ აღიარებთ მესისტები რომ ლა ლიგა რონალდოს გარეშე მაგარი ბანძია
ვახო
21 იანვარი 2019 15:30
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული