"ბარსელონა" მესის გარეშე "სევილიასთან" დამარცხდა - შეძლებს ნახევარფინალში გასვლას? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს, ესპანეთის თასის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონა" სტუმრად 0:2 დამარცხდა "სევილიასთან".

"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ რიგი წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა, თავდამსხმელი ლეო მესი კი საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში და მის ნაცვლად 31 წლის ახალწვეული კევინ-პრინს ბოატენგი ათამაშა.

განმეორებითი შეხვედრა 31 იანვარს "კამპ ნოუზე" გაიმართება.

ბლაუგრანამ თასის წინა ეტაპზე პირველი მატჩი "ლევანტესთან" 1:2 წააგო, სახლში კი 3:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მოახერხებს კატალონიური გუნდი იგივეს განმეორებას?

ამოცანა დაგვეთანხმებით ალბათ, რთულია, რადგან ამჯერად მეტოქეს ორბურთიანი ფორა აქვს და თანაც, "სევილია" "ლევანტეზე"
გაცილებით ძლიერი გუნდია.

სევილია. "სანჩეს პისხუანი". 38 403 მაყურებელი
სევილია - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 სარაბია (58), 2:0 ბენ იედერი (76)

სევილია: სორიანო, მერკადო, კიაერი, გომესი, ნავასი (სილვა 71), ამადუ, ბანეგა, ესკუდერო (არანა 88), სარაბია (ვასკესი 67), ბენ იედერი, პრომესი

ბარსელონა: სილესენი, სემედუ (ალბა 80), ლანგლე, რობერტო, რაკიტიჩი, არტური, ვიდალი, ალენია, ბოატენგი (ლ. სუარესი 63), მალკომი (კოუტინიო 63)
მკითხველის კომენტარები / 8 /
კაიფობს ვალვერდე თუ რაა??? რა დროს მესის ართამაში იყო
პაატა
24 იანვარი 2019 14:27
1
2:0 არაფერი არ არის ბარსასთვის ისეთი თამაშები შემოუტრიალებია :**. მე მჯერა ჩემი გუნდის
T.k
24 იანვარი 2019 14:18
0
მე მჯერა ჩემი საყვარელი გუნდის, რომ აუცილებლად გაიმარჯვბებს განმეორებით თამაშს! ნუ გვავიწყდება, ეს ბარსაა! ერთი რაც არ მომწონს გაუთავებელი მწვრთნელის როტაციები. ასე ფეხბურთელები ვერ ასწრებენ ,ერთმანეთთან შეთამაშებას და საერთო ენის გამონახვას, ეს ყველაფერი მერე ისახება, თამაშსზე და შედეგზე. და კიდევ რა აუცილებელი იყო ბოატენგის ასე სასწრაფოდ მოყვანა, როცა გუნდში ამდენი ფეხბურთელია. მეტი დრო კოუტინიოს და ძირითადში მისი საბოლოოდ დამკვიდრებაზე, უნდა იფიქროს მთავარმა მწვრთნელმა, იმიტომ,რომ ასეთი ფეხბურთელის არ გამოყენება, ჩემი აზრით არის დანაშაული. რაც შეეხემა ლეოს, უბრალოდ ძალიან მოგვანატრა თავი,მის ყოფნას მოედანზე სულ სხვა ხიბლი აქვს. წარმატება ბარსას!
ნონა
24 იანვარი 2019 12:31
1
leo-ო მადლობა.
ნონა
24 იანვარი 2019 15:46
0
ყოჩაღ ნონა ძალიან კარგი კომენტარია!
leo
24 იანვარი 2019 14:03
0
საწყალი პიკე
Mateus
24 იანვარი 2019 11:37
1
ოქმში არ არის,მაგრამ მოედანზე აშკარად ჩანს პიკე,3 ნომრიანი მაისურით და კაპიტნის სამკლაურით.
სოსო
24 იანვარი 2019 11:16
1
ვალვერდეს ეტყობა ძაან უნდა რო ბარსელონადან აახვევინონ.
BARCA CHAMPION
24 იანვარი 2019 10:08
0

სიახლეები პოპულარული