"ატლეტიკომ" "ჩელსისგან" ალვარო მორატა იჯარით აიყვანა

AutoSharing Option
"ჩელსის" თავდამსხმელი ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა.

"ატლეტიკომ" მორატა 1.5-წლიანი იჯარით აიყვანა.

იჯარაში მადრიდული კლუბი 7.5 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდეგ კი სურვილის შემთხვევაში მისი კონტრაქტის 40 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.

2017 წელს "რეალმა" მორატა "ჩელსის" 70 მილიონ ფუნტად მიყიდა.

მან პრემიერლიგის 47 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კიდევ რას დასეირნებს:)
emigranti
03:46 29-01-2019
0

სიახლეები პოპულარული