1 თებერვალს, ესპანეთის თასის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "რეალმა" გასვლაზე "ჟირონა" 3:1 დაამარცხა. ბლანკოსს საკუთარ მოედანზეც ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული (4:2) და ნახევარფინალში გავიდა.
დუბლი კარიმ ბენზემამ შეასრულა, რომელმაც პირველ შეხვედრაშიც გაიტანა გოლი. ბოლო 3 მატჩში მან 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ბენზემა 209 გოლით "სამეფო გუნდის" ისტორიაში მეექვსე ბომბარდირი გახდა. მასზე მეტი გოლი გატანილი აქვთ: რონალდოს (450), რაულს (323), ალფრედო დი სტეფანოს (307), კარლოს სანტილიანას (290) და ფერენც პუშკაშს (242).
ჟირონა. "მონტილივი". 14 158 მაყურებელი.
ჟირონა - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ბენზემა (27), 0:2 ბენზემა (43), 1:2 პორო (71), 1:3 ლორენტე (76)
ნახევარფინალში აგრეთვე "ბარსელონა", "ბეტისი" და "ვალენსია" გავიდნენ.