"დონ ბალონის" ცნობით, თავდამსხმელი ვინისიუსი "რეალისგან" წლიური ხელფასის 10 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.
18 წლის ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს კონტრაქტს, თუ გასამრჯელოს მოუმატებენ და ბონუსებსაც გაუზრდიან.
ბრაზილიელი ბლანკოსმა "ფლამენგოსგან" 2018 წელს 61 მილიონ ევროდ შეიძინა, ამ სეზონში კი 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მას "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კაფუმ თქვა, რომ ვინისიუსი რონალდოს კალიბრის ფორვარდი არაა, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონეა და "რეალში" დიდი მომავალი აქვს.