ჟერარდ პიკე: "რეალს" ჰოკეის გუნდი არ ჰყავს, თორემ იქაც მსაჯობაზე იწუწუნებდნენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ იმაზე ისაუბრა, რომ "რეალის" ფეხბურთელთა და კალათბურთელთა გუნდები მუდამ არაობიექტურ მსაჯობაზე ჩივიან.

"უკანასკნელ წლებში ეს სისტემატურად ხდება ფეხბურთში, კალათბურთშიც. შემდეგ "რეალი" ჩადის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ("ატლეტიკოს" სტადიონზე), სადაც ეხმარებიან, მოლბება და დადუმდება.

ამას ისინი მუდმივად აკეთებენ. მადლობა ღმერთს, სპორტის სხვა სახეობებში არ ჰყავთ გუნდები, თორემ ჩვენ ამის გამო ხელბურთშიც მოგვიწევდა ტანჯვა და ჰოკეიშიც.

ისინი ამ სტრატეგიით სარგებლობენ და ამას უნდა შევეგუოთ", - ციტირებს პიკეს "მარკა".

"ბარსელონას" კალათბურთელთა გუნდმა თასის ფინალში "რეალი" 94:93 დაამარცხა, რის შემდეგაც მადრიდელებმა არბიტრები
გააკრიტიკეს. ესპანეთის კალათბურთის ასოციაციამ მსაჯების მიერ მატჩის დასასრულს დაშვებული შეცდომა აღიარა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
პიკუშ შე ძველო! მიყვარს ეს ოხერი.
გია
14:21 21-02-2019
1

სიახლეები პოპულარული