სერხიო რამოსი შეიძლება "მილანში" გადავიდეს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "მილანში" გადაბარგდეს.

როგორც უკვე გაუწყეთ, მას "აიაქსთან" ნამატჩევს გასახდელში მთელი გუნდის თანდასწრებით კონფლიქტი მოუვიდა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და უთხრა - გადამიხადე კომპენსაციის თანხა და წავალო.

სერხიოს ბლანკოსთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ ხელშეკრულება გაუწყვიტეს, მისთვის 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

As-ის ცნობით, რამოსი და პერესი ხუთშაბათს ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვერაფერზეც ვერ შეთანხმდნენ.

MilanWorld-ი კი ირწმუნება, რომ ესპანელი "მილანში" გადასვლის ვარიანტს განიხილავს. ცნობისათვის, სერხიოს საფეხბურთო კეპი როსონერის ვიცე-პრეზიდენტი პაოლო მალდინია,
რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არაფერში სჭირდება მილანს ეს პროვოკატორი...
დათო
09 მარტი 2019 22:22
8
ცოტა უცნაურია მისი კერპი მალდინია და ქცევები მატერაცისგან აიღო.დდ
Kkk
10 მარტი 2019 10:18
3
ჯერ არცერთი გუნდისთვის არ მიგულშემატკივრია და ველოდები ჩემი საყვარელი მილანი როდის დაბრუნდება,იმედია ეს ასე არ მოხდება და ეს დამპალი კაცი არ წაბილწავს ნესტას და მალდინის სახეს
ბექა
18 მარტი 2019 10:06
0

სიახლეები პოპულარული