ზიდანმა დაბრუნებისთანავე ისკო და ბეილი ძირითადში დააბრუნა და ორივემ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუნდში დაბრუნებული მწვრთნელის, ზინადინ ზიდანის ხელმძღვანელობით "რეალმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა.

16 მარტს, ლა ლიგას 28-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "სელტას" 2:0 მოუგო.

ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში ნახევარმცველმა ისკომ, რომელსაც მწვრთნელ სოლარისთან კონფლიქტი ჰქონდა და 6 თვის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 65 054 მაყურებელი
რეალი - სელტა 2:0
გოლები: 1:0 ისკო (62), 2:0 ბეილი (77)

"რეალი" 54 ქულით მე-3 ადგილზეა და 31 მარტს "უესკას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული