"ბარსელონა" მარკუს რეშფორდს აკვირდება

AutoSharing Option
კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლუის სუარესის პოტენციურ შემცვლელად "ბარსელონაში" "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა შემტევს, მარკუს რეშფორდს განიხილავენ.

კატალონიური კლუბი ბაზარზე არსებულ ფორვარდებს სწავლობს და ყველა ხვდება, რომ ასეთი სტრატეგიული პოზიციის განახლებისას კლუბს შეცდომის უფლება არ აქვს. "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ითხოვს, რომ ახალი ცენტრფორვარდი ხარისხით სუარესს არ ჩამოუვარდებოდეს და მან პირველივე დღიდან ადაპტაცია მარტივად გაიაროს.

გამოცემის ინფორმაციით, 21 წლის ინგლისელის კანდიდატურას "ბარსელონას" ხელმძღვანელებს შორის არაერთი დამცველი ჰყავს. ისინი თვლიან, რომ რეშფორდის ტრანსფერის სასარგებლოდ მისი ასაკი, სისწრაფე, ტექნიკა, უნივერსალურობა და ტოპ-კლუბში მაღალ
დონეზე თამაშის გამოცდილება მეტყველებს.

"ბარსელონა" ყურადღებით აკვირდება ახალი კონტრაქტის შესახებ რეშფორდისა და "იუნაიტედის" მოლაპარაკებებს. მოქმედი კონტრაქტი ახალგაზრდა ინგლისელს მანჩესტერულ კლუბთან 2020 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონა" სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული