"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ ესპანეთის ერთ-ერთ ტეალეარხზე, საღამოს შოუში, La Resistencia-ში მიიღო მონაწილეობა და წამყვანის კითხვებს ხუმრობით უპასუხა.
"რამდენჯერ მქონდა სექსი ამ თვეში? - "ბერნაბეუზე" თამაში ითვლება? თუ სერიოზულად, ორჯერ. ვინ მეკითხება? ესპანეთი?
მემკვიდრეებს იმაზე მეტ ფულს ვუტოვებ, ვიდრე "ესპანიოლის" წლიური ბიუჯეტია. 57 მილიონი? გაცილებით მეტი ფული მაქვს. "ესპანიოლის" გულშემატკივრებო, თქვენ ძალიან კრეატიულები ხართ. ისინი მღერიან:"პიკე თხაა, შაკირას კუდი აქვს", - თქვა პიკემ.