ზინედინ ზიდანმა კარში თავისი შვილი ჩააყენა - "რეალმა" სახლში "უესკა" ძლივს დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მარტს, ლა ლიგას 29-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "უესკას" 3:2 მოუგო.

"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა თავისი შვილი ლიუკა და ნახევარმცველი ბრაიმ დიასი.

სტუმრებმა ანგარიში დებიუტშივე გახსნეს, თუმცა გაშვებულ გოლში მეკარე დამნაშავე არ იყო. პირველ ტაიმში ისკომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში სებალიოსმა ბლანკოსი დააწინაურა, მაგრამ შემდეგ ეჩეიტამ თავურით თანაფარდობა აღადგინა.

თუმცა, ბოლოს ბენზემამ მაინც გაიტანა გამარჯვების გოლი.

"რეალი" 57 ქულით მე-3 ადგილზეა, მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩება და 3 აპრილს გასვლაზე "ვალენსიას" შეხვდება.

რაც
ზიდანი დაბრუნდა გუნდში, ისკომ 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა, სოლარის მწვრთნელობისას კი მის ანგარიშზე 16 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 49 269 მაყურებელი
რეალი - უესკა 3:2
გოლები: 0:1 ერნანდესი (3), 1:1 ისკო (25), 2:1 სებალიოსი (62), 2:2 ეჩეიტა (74), 3:2 ბენზემა (89)

რეალი: ზიდანი, ოდრიოსოლა, ნაჩო, რამოსი, მარსელო, ისკო (ვალვერდე 75), ლორენტე (მ. დიასი 79), სებალოსი, ბეილი, ბენზემა, ბ. დიასი (ვასკესი 64)

უესკა: სანტამარია, ერერა, ეჩეიტა, მანტოვანი, პულიდო, გალანი, მუსტო, გომესი, რივერა (ანოსი 78), ავილა (გალეგო 63), ერნანდესი (გალიარი 82)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოდრიჩი?
ზაზა
02:17 01-04-2019
0

სიახლეები პოპულარული