ლა ლიგას 30-ე ტურში თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "ვილიარეალს" გოლი 90+3-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში 4:4 გახადა, "ბარსელონას" ქულა მოუპოვა და ნამატჩევს El Chiringuito TV-ის შემდეგი განუცხადა.
"პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ, შეგვეძლო 3:0 დავწინაურებულიყავით და შეხვედრა დაგვესრულებინა. "ვილიარეალი" განწირული იქნებოდა.
რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებას, როტაცია მწვრთნელის გადასაწყვეტია. არა მგონია, დღეს კარგად გვეთამაშოს".