ლა ლიგას 30-ე ტურში "ვილიარეალთან" ფრედ დასრულებული მატჩის (4:4) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.
"გიჟური თამაში გამოვიდა. იყო პერიოდები, როდესაც უპრობლემოდ შეგვეძლო გაგვემარჯვა და პირიქით. ეს ლა ლიგაა.
2:0-ზე კოუტინიოს ჰქონდა მომენტი, კიდევ გვქონდა მომენტები. მეტოქემაც ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა.
როტაცია? როდესაც ცვლილებას ახორციელებ, შექმნილ ვითარებაში ეს საუკეთესო ვარიანტად მიგაჩნია. პიკეს 4 ყვითელი ბარათი აქვს და შემიშენდა მეხუთე არ მიეღო. არ დამისვენებია, თავი დავიზღვიე.
რაც შეეხება მესის, საჯარიმო კარებთან ძალიან ახლოს დაინიშნა. წინა შეხვედრაში კედელს გადაატარა ბურთი, ხოლო
ახლა ძელთან გაიტანა. ოსტატია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ არ წაგვეგო. საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე საქმე ძალიან ცუდად გვქონდა".