Bild-ის ინფორმაციით მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი პირადად არის დაინტერესებული დორტმუნდის "ბორუსიის" ინგლისელი შემტევით.
19 წლის ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია. ის დორტმუნდის "ბორუსიაში" 2017 წელს გადავიდა. წელს კი, ბუნდესლიგის 30-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ერთ-ერთი პრობლემა ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ჯეიდონ სანჩოს გამოსასყიდი თანხაა. გამოცემის თანახმად, სანჩოს მყიდველ კლუბს 180 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანჩოს შეძენის მთავარი მსურველები პსჟ და "მანჩესტერ იუნაიტედი" იყვნენ. განსაკუთრებულად სწორედ მანჩესტერული კლუბი
აქტიურობდა.