დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ განაცხადა, რომ კლუბი ინგლისელი შემტევის, ჯეიდონ სანჩოს გაყიდვას არ აპირებს.
"ჩვენ არ გავყიდით სანჩოს, ეს ფაქტია. შემდეგ სეზონში ის კვლავ "ბორუსიაში" ითამაშებს. სანჩო წარმოუდგენლად სწრაფად პროგრესირებს.
თავისი ასაკისთვის ის შესანიშნავად თამაშობს, იმიტომ, რომ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებსაც წინასწარ ვერ დაგეგმავ.
თუმცა ჩვენ მას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, სანჩო ხომ სულ რაღაც 19 წლისაა. არ შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვა - კრიშტიანო რონალდოს მწვერვალისთვის მხოლოდ ნიჭით არ მიუღწევია, საქმისადმი სწორი მიდგომაა საჭირო.
თუ უახლოეს წლებში სანჩო საკუთარ შესაძლებლობებს
დაამტკიცებს, მას მსოფლიო დონის კარიერა ექნება. ახლა კი შეგვიძლია მხოლოდ მისი უდიდესი პოტენციალი აღვნიშნოთ", - განაცხადა ვატცკემ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, სანჩოს სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
"რეალი" რაფაელ ვარანს 500 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ინტერს" იკარდის ბენზემაში გაცვლა სურს
ფილიპე კოუტინიოს შეძენა 3 ტოპ-კლუბს სურს
"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: ანტუან გრიზმანი 1 000%-ით გუნდში დარჩება