28 აპრილს, ლა ლიგის 35-ე ტურში "რეალი" ერთ-ერთ აუტსაიდერთან, "რაიო ვალეკანოსთან" 0:1 დამარცხდა.
ამ მატჩში "რეალს" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ვერ დაეხმარა, სასტარტოში დაყენებულმა გარეთ ბეილმა კი ხუთიდან ვერც ერთი მომენტი ვერ გამოიყენა.
"რეალი" წინა ტურში "ხეტაფეს" დაუზავდა, ახლა კი "რაიო ვალეკანოსთან" წააგო და თანაც, ამ ორ მატჩში გოლი ვერ გაიტანა.
ცნობისათვის, "რაიო ვალეკანოს" "რეალი" ბოლოს 2002 წელს ჰყავდა დამარცხებული.
ბლანკოსი 65 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 9 ქულით ჩამორჩა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაიფორმა.
"რეალმა" ესპანეთის მიმდინარე პირველობაზე 10, ყველა ტურნირზე კი 16 მარცხი იწვნია - ეს უკანასკნელად 10 წლის წინ მოხდა, ხოლო გასავარდნი ზონის გუნდთან ბოლოს 2004 წელს დამარცხდა, "მურსიასთან" 1:2.
მადრიდი. "კამპო დე ვალეკასი". 13 273 მაყურებელი
რაიო ვალეკანო - რეალი
გოლი: ემბარბა (23, პენ)
რაიო ვალეკანო: ალბერტო გარსია, ტიტო, ბა, გალვესი, მორენო, აგბო, სუარესი (მედრანი 77), ემბარბა, პოსო (ტრეხო 85), ბებე (ალვარო გარსია 79), გერა
რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, ვალეხო, მარსელო, მოდრიჩი (ისკო 74), ლორენტე, კროოსი, ბეილი, მ. დიასი (ვასკესი 82), სებალოსი (ბ. დიასი 61)