პაკო ხემესი: ცხოვრებაში პირველად დავამარცხე "რეალი", ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანომ" ლა ლიგის 35-ე ტურში "რეალი" 1:0 დაამარცხა, ნამატჩევს კი მისმა მწვრთნელმა პაკო ხემესმა სიხარული ვერ დამალა.

"მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შთამბეჭდავად ვიასპარეზეთ. "რეალი" მოტივაციის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ ეს ჩვენს გამარჯვებას არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს.

ფეხბურთელებმა მოგება მომილოცეს. ხვალ გავისაუბრებთ. დღეს საკმაოდ ვიზეიმეთ. დაცვაში კარგად ვითამაშეთ და გოლი არ გავუშვით.

საკუთარ შესაძლებლობებზე უკეთ გავისარჯეთ. გვესმოდა, რომ წაგვეგო, შეიძლებოდა ყველაფერი დასრულებულიყო.

ცხოვრებაში პირველად დავამარცხე "რეალი". ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე", - წერს ხემესი კლუბის "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა, ყველას სასაცილო გახდა, აფსუს.
ზაზა
16:21 29-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული