ზინედინ ზიდანი ბეილის განაცხადში არშეყვანაზე: რაც გინდათ, ის იფიქრეთ

AutoSharing Option
"ლა ლიგის" 36-ე ტურში "ვილიარეალის" დამარცხების (3:2) შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "რაიო ვალეკანოსთან". ფეხბურთელებიც უკეთეს ხასიათზე არიან და მეც.

რატომ არ შევიყვანე განაცხადში ბეილი? შემადგენლობას მე ვაყენებ. მორჩა. რაც გინდათ, ის იფიქრეთ.

მარიანო დიასმა დუბლის შესრულებით გამახარა. ვინისიუსს თავის თავზე მუშაობა მართებს. კიდევ ორი მატჩი დარჩა. მე ტიტე არა ვარ და არ ვიცი, წაიყვანს თუ არა ამერიკის თასზე. ვნახოთ.

სამი მეკარე მყავს და ერთ-ერთი უნდა ჩამეყენებინა კარში. დღეს არჩევანი კურტუაზე გავაკეთე", - განუცხადა
ზიდანმა "მარკას".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ორადორი ფეხბურთელი ვინც რეალში გამიხარდებოდა არიან მესი და მბაპე. მესი არ გამოვა და მბაპე დაიმატონ ნებისმიერ ფასად (ჩემი მაინც არაფერი მიდის) და თუ პოგბას და აზარს დაამატებენ ძალიანაც კარგი, საინტერესოა ზიდანის აწყობილი გუნდის ყურებაც, ადრე რაფას გაფარჩაკებული გუნდით სამჯერ ლიგა მოიგო და ერთხელ ლალიგა. ვინისიუსს კი ხელი არ დაედოს. წელს რეალის თამაშს მის გამო ვუყურებდი თორემ ამათი თამაშის ყჯურება სვარკა იყო.
ზვიადი
16:53 06-05-2019
0
აღარ უნდათ ეს ბეილი და ბარემ თქვან პირდაპირ. სულზე უსწრებს რეალს სეზონის დასასრული და მერე უკვე გუნდის განახლებას დაიწყებს.
:))))
01:25 06-05-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული