L'Equipe: ანტუან გრიზმანს "ბარსელონაში" 17-მილიონიანი ხელფასი დაენიშნება

AutoSharing Option
"ეკიპი" ირწმუნება, რომ 28 წლის თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადავა და სეზონურ გასამრჯელოდ 17 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.

"ატლეტიკოში" გრიზმანის ანაზღაურება 21 მილიონი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, თუ შეთავაზებული 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, გაცილებით მეტ ბონუსებს აიღებს.

ანტუანმა გუშინ გამოაცხადა, რომ "ატლეტიკოს" ტოვებს. მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 1-ლი ივლისიდან 120 მილიონადაა შესაძლებელი.

"ბარსა" ამ თანხის გადახდაზე თანახმაა.

იმისათვის, რათა ფინანსური ფეარ-პლეი არ დაარღვიოს, კატალონიურ კლუბს რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გრიზმანს ნეიმარის დაბრუნება მერჩივნა
T.k
17 მაისი 2019 00:26
1
საბოლოოდ გაფუჭდება როგორც კოუტინიო.იმიტომ რომ გუნდი ერთ კაცზე თამაშობს.ხოლო ეს რომ არა სწორია არგენტინის ნაკრებისა და ბარსას შედეგებიდან ჩანს.
ამაშია საქმე
16 მაისი 2019 14:49
6
ეჰჰ ანტუან ანტუან გაგეტანა ის პენალი და ხომ შეხვიდოდი ისტორიაში...
912
16 მაისი 2019 11:37
0

სიახლეები პოპულარული