"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შემადგენლობის დაყენებაზე ისაუბრა.
"მე ვწყვეტ, ვინ ვათამაშო და ვინ არა. ეს დღესავით ნათელია. იმ დღეს, როდესაც ამას ვერ გავაკეთებ, გუნდიდან წავალ. ტრანსფერებს ერთად ვახორციელებთ, დანარჩენი კი ჩემი პრეროგატივაა.
ბეილი "ბეტისთან" მატჩისას ჩვენთან იქნება. მეტს არაფერს არ გეტყვით. ვერ გეტყვით, ეს მისთვის "რეალში" ბოლო თამაში იქნება თუ არა. სეზონი დასრულდა და ცვლილებები დაიწყება.
მძიმე წელი გვქონდა, გვინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ დავბრუნდებით და ისინი ჩვენით იამაყებენ.
არ გეტყვით, რომ ყველა ტურნირს მოვიგებთ, მაგრამ შ
ესანიშნავი სეზონისთვის მოვემზადებით. კარგია, რომ ეს რთული სეზონი დასრულდა", - განუცხადა ზიდანმა "მარკას".