გარეთ ბეილი დაიმუქრა - თუ 51 მილიონს არ მომცემენ, "რეალში" დავრჩებიო

AutoSharing Option
თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა გასახდელში ისაუბრა და გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილება გამოთქვა.

"კლუბთან კონტრაქტი 3 წლის შემდეგ მიმთავრდება. თუ უნდათ, წავიდე, ყოველი წლის გასამრჯელო, 17 მილიონი უნდა გადამიხადონ. ბოლო ცენტამდე. თუ არადა, დავრჩები.

თუ ფეხბურთის ნაცვლად გოლფის თამაში მომიწევს, გოლფს ვითამაშებ", - ციტირებს ბეილს Radioestadio ჟურნალისტ ფერნანდო ბურგოსზე დაყრდნობით.

ბეილი წინა ორ მატჩში განაცხადში ვერ მოხვდა, ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "ბეტისთან" კი სათადარიგო იყო.

"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ წარსულის დამსახურების გამო გუნდში ვერავის ვერ გააჩერებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოდი და გაამტყუნე კაცი. უწერია კონტრაქტში და ითხოვს
რას გინდა რომ თქვა
09:48 20-05-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული