ფლორენტინო პერესი: სერხიო რამოსს ვერ გავუშვებ - შვილივით მიყვარს

AutoSharing Option
"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ გუნდის კაპიტან სერხიო რამოსს ვერ შეელევა.

"ჩვენთან ყველაზე მაღალი ხელფასი რამოსს აქვს. ის კაპიტანია, საუკეთესო ფეხბურთელია და ამას იმსახურებს. შვილივით მიყვარს.

მითხრეს, რომ ერთმა ჩინურმა კლუბმა სერხიოს კარგი პირობები შესთავაზა, მაგრამ მათ კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის გადახდა (800 მილიონი ევრო - რედ.) არ შეუძლიათ. მე ვუთხარი სერხიოს, რომ ეს არ მოხდება.

მადრიდისთვის კაპიტნის წასვლა დაუშვებელია, ეს საშინელი პრეცედენტი იქნება", - ციტირებს პერესს "მუნდო დეპორტივო".

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ რამოსმა პერესს სახალხოდ უთხრა, რომ ანგარიში გაუსწორონ
და გუნდიდან წავა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა როგორი საკალელიააა...უიმე ლა უკო ლააააა
წერო
18:06 31-05-2019
0
მაგრამ ფულები შვილებზე უფრო უყვარს.შარშან მბაპე და 2-3 ნორმალური ფეხბურთელი ეყიდა, ზიდანისთვის და კრიშტიანოსთვის ხელფასები მოემატებინა იმიტომ რომ იმსახურებდენ წელს კიდევ მოიგებდნენ ჩ.ლ-ს
ფარისეველი
18:12 29-05-2019
0

სიახლეები პოპულარული