ესპანური კლუბი სკანდალში გაეხვა - გასახდელში სტრიპტიზიორი მიიწვიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ესპორტიუ ლანკა" პატარა კლუბია ჟირონიდან, კატალონიის მხარიდან. ამ კლუბს განსაკუთრებული სპორტული შედეგები არ აქვს და საზოგადოებაც ნაკლებად იცნობს. ალბათ, არც ჩვენ გავიგებდით მათ შესახებ, რომ არა წარმატების მეტად უცნაური გზით აღნიშვნა.

საქმე იმაშია, რომ "ესპორტიუ ლანკამ" კატალონიის მეორე ლიგაში გადასვლა მოახერხა და ამ პოზიტიური ამბის აღსანიშნავად მატჩის შემდგომ გასახდელში სტრიპტიზიორი მიიწვია.

როგორც ჩანს, ფეხბურთელებმა ქალბატონის ცეკვა გადაიღეს და ვიდეოკადრებიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამას სკანდალი მოჰყვა და კლუბს ბოდიშის მოხდა მოუწია.

კატალონიელთა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გუნდი ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, ვისი
გრძნობებიც ამ ქმედებით შეილახა. იქვე დასძინეს, რომ ეს კლუბი აღნიშნულ ქმედებაში არ მონაწილეობდა და გუნდიდან ვიღაცამ ინდივიდუალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება.

როგორც უნდა იყოს, კლუბმა სახელი გაითქვა. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, ეს ფეხბურთის თამაშით გაეკეთებინათ, თუმცა პოპულარობა მაინც სასიამოვნოა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია, ამ ქალის სამუშაოა გაართოს ვინც გამოიძახებენ, მაგრამ რაღაც მომენტში შეგეცოდება იმ თვალსაზრისით, რომ როგორც მონას ისე უყურებენ. ძაან დამამცირებელია ასეთი კადრების ყურება.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული