რაიან გიგზის დაწყევლილი 2011 წელი - ღალატობდა მეუღლეს და ძმის ცოლთან იწვა

AutoSharing Option
ინსაიდების ზვავში, რომლის მოწმენიც შარშან დეკემბერში გავხდით "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტიდან პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ, ბევრმა უყურადღებოდ დატოვა ფაქტი, თუ რის გამო განაცხადა უარი ჟოზემ რაიან გიგზთან მუშაობაზე.

უელსელი ლუი ვან გაალის მწვრთნელთა შტაბში შედიოდა. 2016 წლიდან კლუბის პრეზიდენტს, ედ ვუდვორდს სურდა, რომ იგი ჟოზე მაურინიოს მთავარი თანაშემწე ყოფილიყო, მაგრამ პორტუგალიელი, გაზეთ The Times-ის ინფორმაციით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო და აღნიშნა, რომ ვერ ენდობა იმ ადამიანს, რომელსაც რვა წლის განმავლობაში საკუთარი ძმის ცოლთან (რძალთან) რომანი ჰქონდა. საბოლოოდ, რაიან გიგზი "მანჩესტერ
იუნაიტედიდან" წავიდა.

რაიანმა ცოლს მინიმუმ ორჯერ უღალატა
2011 წლამდე რაიან გიგზს უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა: საფეხბურთო მინდორზე იგი შრომისმოყვარე ვეტერანი იყო, ხოლო მინდვრის მიღმა - სამაგალითო მეოჯახე კაცი.

მაგრამ მისი იმიჯი ელვისებურად დაიმსხვრა: ჯერ იყო და, 2011 წლის აპრილში The Sun-მა გამოაქვეყნა მასალა ერთ-ერთ ფეხბურთელზე, რომელიც თავის ცოლს ტელეშოუს ცნობილ ვარსკვლავსა და უელსელ მოდელთან - იმოჯენ თომასთან ღალატობდა.

ფეხბურთელის გვარი მითითებული არ იყო - რაიან გიგზმა როგორღაც წინასწარ შეიტყო მასალის მზადებაზე და სასამართლოს მეშვეობით თავისი სახელის პუბლიკაციის აკრძალვას მიაღწია (რაც 150 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა), მაგრამ მან არ გაითვალისწინა, რომ დიდი ბრიტანეთის მედიაში პუბლიკაციის აკრძალვა ევროპულ მასმედიაზე არ ვცელდება. ამიტომაც ჩემპიონთა ლიგის 2010-2011 წლების ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩის წინ, კატალონიურმა გამოცემა Sport.es-მა მექალთანე ფეხბურთელისა და ცოლის მოღალატე ქმრის სახელი და გვარი გაამხილა.

Sportall.Ge

ცოტა მოგვიანებით გვარის გამხელას ღალატის დეტალები მოჰყვა: თურმე იმოჯენი და რაიანი მანჩესტერის სასტუმროებში რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, თან ქალს ეგონა, რომ რაიანი მეუღლეს გასცილდებოდა და ცოლად მას მოიყვანდა. თუმცა, ასე არ მოხდა - ფეხბურთელმა მოდელი სტატიის პუბლიკაციის შემდეგ მიატოვა: როგორც მოდელის ერთ-ერთმა მეგობარმა აღნიშნა The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 2011 წლის მაისში, "იმოჯენის ურთიერთობა რაიანთან მხოლოდ სექსზე არ იყო აგებული, უფრო ღრმა ურთიერთობა იყო. იმოჯენს იგი უყვარდა, ახლა კი ქალი დეპრესიაშია ჩავარდნილი".

სანამ ინგლისელები ამ ამბავს გადახარშავდნენ, "ახალი ბომბი აფეთქდა".

2011 წლის ივნისში იგივე The Sun-მა რაიან გიგზის რძალთან (ძმის ცოლთან), ნატაშასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ახალგაზრდა ქალმა აღიარა, რომ რვა წლის განმავლობაში ქმარს რაიანთან ღალატობდა.

როდრი - რაიანის უმცროსი ძმაა, ასაკში განსხვავება 4 წელია, მაგრამ გარეგნულად იგი საოცრად ჰგავს თავის უფროს ძმას. ბავშვობაში როდრიც ფეხბურთით იყო გატაცებული, მაგრამ მიატოვა. შემდეგ იგი სატვირთო ავტომანქანის მძღოლად მუშაობდა, თავისუფალ დროს კი ისევ ფეხბურთს დაუბრუნდა - სამოყვარულო კლუბში, "იუნაითედ ოფ მანჩესტერში" თამაშობდა.

Sportall.Ge

ახალგაზრდობაში ძმები ხშირად ატარებდნენ დროს ერთად და ერთ-ერთ წვეულებაზე მანჩესტერში, 2003 წელს, რაიანმა ნატაშა გაიცნო. მათ შორის ხანმოკლე რომანი დაიწყო, რომელშიც როდრი ოპერატიულად ჩაერია და ძმას გოგონა "აართვა". რაიანი თითქოსდა წინააღმდეგი არ იყო, მით უმეტეს, რომ მას უკვე სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მოდელთან, სახელად სტეისისთან, მაგრამ სინამდვილეში თურმე რაიანისა და ნატაშას ურთიერთობა ჩუმად გრძელდებოდა... რვა წლის განმავლობაში.

საინტერესოა, რომ ამასობაში რაიანმა სტეისი ცოლად მიიყვანა და მათ ორი შვილი დაებადათ. როდრი და ნატაშაც შეუღლდნენ და მათაც ბავშვები გააჩინეს... მაგრამ ამ ყველაფერმა უფროსი გიგზი ვერ გააჩერა. ნატაშას თქმით, რაიანი მას მუდმივად სწერდა, უგზავნიდა ინტიმურ ფოტოებს და სექსს სთავაზობდა. ასე ხდებოდა მაშინაც კი, როცა სტეისი ფეხმძიმედ იყო.

"მე ვიცოდი, რომ სწორად არ ვიქცეოდი, - აღიარა ნატაშამ, - ეს ღალატის ყველაზე ცუდი გამოვლინებაა. ვცდილობდი, რომ ურთიერთობა შემეწყვიტა, მაგრამ რაინთან ურთიერთობა ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებდა, მის ყველა თხოვნას ვასრულებდი. თუ მეტყოდა, რომ ყველა საქმე გადამედო და მას შევხვედროდი, სწორედ ისე ვაკეთებდი. ვერ შევძელი, რომ "არა" მეთქვა. მაგრამ მას არასდროს უთქვამს, რომ ვუყვარდი. ეს მხოლოდ სექსი იყო".

ინტერვიუ მაქსიმალურად გულწრფელი გამოვიდა და ნატაშას აღიარების ზოგიერთი მომენტი რაიანისთვისაც მტკივნეული იყო. "თავიდან სასიამოვნო იყო იმის გაცნობიერება, რომ ვიღაც ცნობილ ადამიანს ჩემთან ინტიმი სურდა, მაგრამ შემდეგ ჩვენი ურთიერთობა საცოდავი გახდა. ახლა კი ის უკვე მძულს. თუ კიდევ შეეცდება ჩემთან დაკავშირებას, პასუხს აღარ გავცემ", - განაცხადა ნატაშამ.

როდრიმ ღალატის შესახებ ბოლომ გაიგო. ინტერვიუს გამოქვეყნების წინ ნატაშა ღამე სახლში არ ყოფილა, დილით კი როდრისთან დედა The Sun-ის დილის ნომრით ხელში მივიდა და... "მე დავურეკე ჩემს ძმას და ვკითხე - რა ხდება-მეთქი. მან ჯერ მითხრა, რომ ჟურნალისტები იტყუებიანო, მაგრამ მოგვიანებით მომწერა - ეს მხოლოდ სექსი იყოო. მან ოჯახი სექსის გამო გამინადგურა", - ჩიოდა როდრი.

Sportall.Ge

რაიანი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით საჯაროდ არასოდეს გამოსულა, მის მაგივრად სხვები გამოთქვამდნენ სიძულვილს. ყველაზე ცხარე რეაგირება ღალატზე გიგზების ოჯახმა მოახდინა:

"საძაგელი ძაღლი! მას არანაირი მორალური პრინციპი არ აქვს, - გალანძღა რაიანი დეიდამისმა ჯოანა უილსონმა, - ერთია, რომ იმოჯენთან ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ საკუთარი ძმის ცოლთან? უსირცხვილო! ჩვენ როდრის გამო ძალიან ვღელავთ".

სიტუაციას უფრო მეტად ამძიმებდა ის ფაქტი, რომ როდრისა და რაიანს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ჯერ კიდევ 2011 წლამდე ძმების მამა ხუმრობით ამბობდა, რომ როდრი ისე აფანატებდა ძმაზე, რომ მიწაზე მის ნაკვალევს კოცნიდა.

"როცა ის ადამიანი, რომელიც ჩემი გმირი იყო, მატყუებდა, პირისპირ საუბრისას ცრუობდა და ჩემს ცოლთან ნებივრობდა, ეს ძალიან საწყენია", - ამბობდა როდრი.

ოჯახს რაიანი სძულს
რაიანის კარიერაზე სკანდალს თითქმის არ უმოქმედია: არ იყო სანქციები კლუბის მხრიდან, არც მძლავრი საზოგადოებრივი გაკიცხვა არ მომხდარა - დასავლური მასმედია მიჩვეულია ფეხბურთელების ღალატს და უფროსი გიგზის სასიყვარულო თავგადასავალს თავი მალე დაანებეს.

ერთადერთი ის იყო, რომ რაიანს სექს-დამოკიდებულებაზე მკურნალობის კურსის ჩატარება დასჭირდა, რომ სტეისის მისთვის ეპატიებინა, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა - 2016 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

როდრის საქმე უფრო ცუდად მიდიოდა - ცოლისა და ძმის ღალატის შემდეგ მისი ცხოვრება უკან წავიდა.

როდრი დარწმუნებული იყო, რომ ღალატზე ნატაშა რაიანმა დაიყოლია და ცოლთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, მაგრამ წყვილი 2013 წელს საბოლოოდ დაშორდა. ნატაშამ ოპერატიულად იპოვა ახალი ქმარი და მისგან ბავშვიც გააჩინა, როდრი კი დღემდე მარტოა.

2015 წელს როდრიმ სამსახურიც დაკარგა: იგი სატვირთო ავტომანქანას რამდენჯერმე დაზღვევის გარეშე მართავდა და მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ახალი სამუშაო ვერ იპოვა, ამიტომ უელსში მშობლებთან გადავიდა - მის სოციალურ მდგომარეობაზე ცოტა რამეა ცნობილი, მაგრამ მამამისის თქმით, ის უელსში უსახლკარო და ღარიბი ჩამოვიდა.

ალბათ, რაიანს შეეძლო მისთვის დახმარების გაწევა, მაგრამ ძმებმა ერთმანეთთან კავშირი 2011 წლიდან გაწყვიტეს. ერთი წლის წინ როდრი ბრიტანული ტელეარხის, Channel 5-ის ეთერით გამოვიდა და პირველად მოუყვა მაყურებელს ძმასთან ურთიერთობის შესახებ.

ძალზე უსიხარულოდ გამოვიდა: "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაიანი დიდი ადამიანი იყო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ასე არ არის. იგი, უბრალოდ, უსინდისო ნაძირალაა. იგი არასდროს იხდის ბოდიშს და წარმოიდგინეთ, როგორია დღეს ჩემი მდგომარეობა - ძმამ ოჯახი სექსის გამო დამინგრია. განსაკუთრებით რთულია, როცა ჩემს გონებაში მათი ერთად ყოფნის სურათებს წარმოვიდგენ ხოლმე".

საქმე მხოლოდ ძმის წყენით არ ამოწურულა: ისე ჩანს, რომ რაიანი მთელ ოჯახსა და ნათესაობას სძულს. 2018 წლის იანვარში რაიანი უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და ამ ამბავთან დაკავშირებით გაზეთმა Daily Mail-მა მამამისს, დენი უოლსონს (16 წლის რომ გახდა, რაიანმა მამის გვარი დედის გვარზე გადაცვალა) ინტერვიუ ჩამოართვა. მან შვილის შესახებ ძალიან მკაცრად განაცხადა:

"თავს მისი სახელის წარმოთქმასაც ვერ ვაიძულებ. მე ვამბობ - "ექსფეხბურთელი". მე მსოფლიოში ყველაზე ამაყი მამა უნდა ვიყო იმით და ბედნიერი, რასაც მან მიაღწია, მაგრამ მე მრცხვენია მის ფამო. მან საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენა. ყველაფერი, რაც მას ადარდებს, ეს მისი სატელევიზიო კარიერა და მანჩესტერში მდიდრული სასტუმროების გახსნაა.

ახლა, როცა მას ტელევიზორში ვხედავ, იმ წუთში გამოვრთავ ხოლმე. მთელი ოჯახი ასე ვაკეთებთ. ჩვენ მას პატივს აღარ ვცემთ და იგი აღარ გვაინტერესებს".

როდრიც ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, რომ რაიანს არ "უკბინოს": როცა 2018 წლის ივნისში, გახსნიდან სულ რაღაც ცხრა თვეში ის კაფე გაკოტრდა, რომელშიც ინვესტიცია რაიანმა ჩადო, როდრიმ "ტვიტერში" სარკასტული კომენტარი გააკეთა: "აი, რა ხდება, როცა მე არ მიწვევენ გახსნაზე".

ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
საინტერესო სტატიაა
0
ოო, წელი თუ გადაგეკიდა, რას არ გაქნევინებს!..
ვვვ
10:50 04-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
2017-2018
#
გუნდი
27
21
2
4
54
65
26
15
5
6
16
50
26
15
5
6
16
50
7
ვულვზი
25
11
5
9
2
38
27
9
6
12
-2
33
26
9
6
11
-7
33
26
10
3
13
-11
33
26
9
5
12
-3
32
26
7
6
13
-7
27
26
7
6
13
-11
27
26
7
6
13
-18
27
16
კარდიფი
26
7
4
15
-23
25
25
6
6
13
-12
24
19
ფულჰემი
26
4
5
17
-33
17