დაკავებულია რამდენიმე გავლენიანი საფეხბურთო აგენტი, კლუბის წარმომადგენელი და მსაჯი. კერძოდ კი, დაკითხვაზეა "ბრიუგეს" მთავარი ივან ლეკო.
გარდა ამისა, ბელგიის ჩემპიონატის 10 კლუბში ჩხრეკა მიმდინარეობს, მათ შორის, "ანდერლეხტში", "ბრიუგესა" და "ლოკერენში".
სავარაუდოდ, სამართალდამცველი ორგანოები კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ჩაწყობილი მატჩების შესახებ ინფორმაციას ფლობენ.
მომზადებულია hln.be-ის მიხედვით