მტრები თუ მეგობრები? - სერხიო რამოსმა ქორწილში ჟერარდ პიკე დაპატიჟა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი და მისი მეორე ნახევარი პილარ რუბიო 15 ივნისს ქორწილს გადაიხდიან.

ქორწინება სევილიის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

33 წლის ფეხბურთელმა ღონისძიებაზე "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, თანაგუნდელები: ლუკას ვასკესი, კეილორ ნავასი და ლუკა მოდრიჩი დაპატიჟა.

გარდა ამისა, დაპატიჟებულთა შორისაა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები: ჟორდი ალბა მეუღლესთან, რომარი ვენტურასთან ერთად, სერხი ბუსკეტის მეუღლესთან, ელენა გალეროსთან ერთად და ჟერარდ პიკე შაკირასთან ერთად.

არადა, რამოსსა და პიკეს შორის მომხდარი არაერთი კონფლიქტი გვახსოვს და ალბათ, ბევრისთვის ეს ამბავი მოულოდნელობა
აღმოჩნდა.

ფეხბურთელებს ადრეც უთქვამთ, რომ ისინი მეგობრები არიან და ეს დაპირისპირება მხოლოდ კლუბებს და სპორტულ აზარტს ეხება. სხვანაირად პიკეს ქორწილში დაპატიჟება ვერ აიხსნება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანებისა, ქორწილს დაესწრება ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, ხოლო მოქმედი თავკაცი ლუის ენრიკე ღონისძიებას პირადი მიზეზების გამო გამოტოვებს.

რამოსი და რუბიო 2012 წლიდან ერთად არიან. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გასაკვირია ნაკრებში თანაგუნდელები არიან
0
მათი მტრობისა ვინ სულელს სჯეროდა?
სოსო
15:19 13-06-2019
0

სიახლეები პოპულარული