"რეალმა" ოფიციალური საიტით "კასტილიას" მწვრთნელად რაულის დანიშვნა გამოაცხადა.
ადრე რაული "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.
"კასტილია" მომავალ სეზონში ესპანეთის რანგით მესამე, B დივიზიონში იასპარეზებს.
რაულმა, პრაქტიკულად, ფეხბურთელის მთელი კარიერა "ბლანკოსში" გაატარა, ბოლოს კი "შალკეში", "ალ სადში" და ნიუ იორკის "კოსმოსში" თამაშობდა.
მან ფეხბურთელის კარიერა 2015 წელს დაასრულა.