"ბარსელონა" ანტუან გრიზმანსაც დაიმატებს და ნეიმარსაც

AutoSharing Option
"ბარსელონა" მომავალ სეზონში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, "ბარსა" 1-ელ ივლისს ელოდება, როდესაც "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის სატრანსფერო ფასი 120 მილიონ ევრომდე შემცირდება და ამის შემდეგ შეიძენს.

ყველა სხვა დეტალები უკვე გადაწყვეტილია და ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტის ყველა პუნქტი შეათანხმა.

"ბლაუგრანა" ამითაც არ დაკმაყოფილდება და პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს დაიმატებს. კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, ბრაზილიელი თავის ყოფილ გუნდთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ამისათვის კი გულშემატკივრებს "პარი სენ ჟერმენში" გადასვლისთვის ბოდიშს მოუხდის და ხელფასის შემცირებაზეც დათანხმდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არც ერთი ხართ ბარსა და არც მეორე იურგენ კლოპი ოროვე ბედკრული საქართველოს შვილები ხართ . დაეშვით მიწაზე , გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჭამთ ერთმანეთს გადამთიელი გუნდების გულისთვის
რამზეს მესამე ჩაჩიბაია
12:42 27-06-2019
0
კლოპო შე ლოთო! ძალიანაც ნუ აგივარდება თაცში, ხომ იცი ნათქვამია: როცა მწვერვალზე ახვალ იქიდან, რომ ჩამოხვიდე დაბლა უნდა დაეშვა. ასეა.
ბარსა
15:44 26-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული