პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი სერიოზულად ფიქრობს "ბარსელონაში" დაბრუნებაზე.
კატალონიური "სპორტი" იუწყება, რომ ფეხბურთელის დედა და და ბარსელონაში საცხოვრებელი სახლის პრობლემის გადასაჭრელად იმყოფებოდნენ.
ნეიმარი იმ სახლში აპირებს ცხოვრებას, რომელიც "ბარსაში" თამაშისას ჰქონდა დაქირავებული.
27 წლის ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ "ბარსელონაში" დაბრუნების საკითხი მომავალ კვირაში მის სასარგებლოდ გადაწყდება.