კატალონიური "სპორტი" ირწმუნება, რომ პსჟ დათანხმდა თავდამსხმელ ნეიმარის "ბარსელონასთვის" მიყიდვას, ოღონდ ერთი პირობით.
სახელდობრ, "ბარსამ" უნდა ერთწლიანი იჯარით უფასოდ დაუთმოს ფორვარდი უსმან დემბელე და გარკვეული თანხა დაუმატოს.
თუ რამდენია ეს "გარკვეული თანხა", გამოცემა არ ან ვერ აკონკრეტებს.
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ხორდი კარდონერი ადასტურებს ნეიმარის მათ გუნდში დაბრუნების სურვილს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც იცის, დადგება თუ არა.
თავად ნეიმარი "ბარსელონაში" დასაბრუნებლად მზადაა, გულშემატკივრებს 2017 წელს გუნდის დატოვებისთვის ბოდიში მოუხადოს და ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.