მადრიდულმა კლუბმა სახელი შეიცვალა და ფილოსოფიური სახელწოდება დაირქვა

AutoSharing Option
მეოთხე დივიზიონში მოთამაშე კლუბმა "მოსტელოს ბალომპიემ", რომელიც 1955 წელს მადრიდში დაარსდა სახელი შეიცვალა და "ბრტყელი დედამიწა"(Flat Earth FC) დაირქვა.

კლუბის პრეზიდენტმა, ხავი პოვესმა გადაწყვიტა, რომ სახელი გადაერქმია გუნდისთვის და ამით მსოფლიოში მიმოფანტული ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევრებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა.

"ჩვენ პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ვართ ესპანეთის მეოთხე დივიზიონიდან და ხელახლა დავიბადეთ, რათა გაგვეერთიანებინა იმ ადამიანთა ხმები, რომლებიც ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევრები არიან და ეძებენ პასუხებს"- განაცხადა გუნდის პრეზიდენტმა.

"ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია და ყველაზე დიდი გავლენაც აქვს, ამიტომ კლუბისთვის ამ სახელის
დარქმევა ნიშნავს მედიაში აღნიშნული იდეის მუდმივ აქტუალობას. თან, ჩვენ ისტორიაში პირველი კლუბი ვიქნებით, რომელსაც ეყრდნობა მუდმივ იდეას და არა რომელიმე კონკრეტულ ლოკაციას.

"სკ ბრტყელი დედამიწა" არის პირველი კლუბი, რომლის გულშემატკივრებიც გუნდს იდეის გამო დაუჭერენ მხარს"- დაამატა ხავი პოვესმა.

აღნიშნული გადაწყვეტილებამ გაამართლა და გუნდმა სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა. ვერაფერს ვიტყვით, მართლაც ძნელია კლუბს უფრო ლამაზი სახელი და უფრო მნიშვნელოვანი იდეა მოუფიქრო საფუძვლად.


მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
საშინაო მატჩებსაც ბრტყელი ბურთით ჩაატარებენ.
ბრტყელტუჩა
13:18 01-07-2019
0
მთვარის გლობუსი...
0

სიახლეები პოპულარული