ანტუან გრიზმანი: "ბარსელონაში" გადასვლისთანავე მამას დავურეკე და სიხარულისგან ვქვითინებდი

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლით გამოწვეული სიხარული გაიხსენა.

"როდესაც ეს მოხდა, მამას დავურეკე და სიხარულისგან ვქვითინებდი. უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვიყავი. განუმეორებელი მომენტი იყო.

ვიცოდი, ასე მოხდებოდა. ეს ფეხბურთის ნაწილია. მე პატივს მცემდნენ და შეიძლება ვინმეს ტკივილი მივაყენე. იგივე მოხდა "სოსიედადშიც". სან სებასტიანში პირველი თამაში ჩემთვის რთული იყო. "სოსიედადი" და "ატლეტიკო" მუდამ ჩემს გულში დარჩება. ბოლომდე დავიხარჯები", - ციტირებს გრიზმანს "მარკა".

"ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ გრიზმანის იმედი აქვს და მისგან დაუყოვნებლივ კარგ თამაშს ელის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამაშია საქმე! რაც არ უნდა იტლიკინო მე არა ვარო, გ ი ც ა ნ ი თ! ფუი როლანდოს კაცობას და ადამიანობას რამდენ გუნდს უღალატა? აი ასე უნდა დაგეწყო. როლანდოს შნირი არ გახდება დე ლიხტი? ყოჩაღ გრიზი ბარსაში, რომ გადმოხვედი!
ნუ ტლიკინებ ბევრს "ამაშია"
21 ივლისი 2019 11:09
4
ამანაც უნდა თქვას კაცი ვარო.ამდენი წელი ატლეტიკოში გაატარა ამ უმადურმა და კაცად აქციეს.ახლა მესის შნირი რომ გახდება უხარია.ამას ვინც გაამართლებს ისიც არაკაცია.
ფუი შენ ადამიანობას.
21 ივლისი 2019 02:39
17
შენ თუ ბარსას ქომაგი არ ხარ, რა გადარდებს? ვინ სად გადავა და გადმოვა? უბრალოდ მაგარი ბოღმა ხარ!
კობა
21 ივლისი 2019 15:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული