ლა ლიგამ შეიძლება "ბარსელონაში" ანტუან გრიზმანის ტრანსფერი გააუქმოს

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის "ატლეტიკოდან" "ბარსელონაში ტრანსფერი შეიძლება გააუქმონ.

"ატლეტიკომ" გრიზმანის ტრანსფერის გაუქმება მოითხოვა. ლა ლიგას ამის გაკეთება შეუძლია. გამოძიება დაიწყო და კომპეტენტურმა ორგანოებმა სიტუაცია უნდა შეაფასონ. ახლა მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი", - ციტირებს ტებასს რადიო Onda Cero.

"ბარსელონამ" გრიზმანის კონტრაქტი 120 მილიონ ევროდ გამოისყიდა, მაგრამ "ატლეტიკო" ამტკიცებს, რომ კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელთან მოლაპარაკება ადრე წამოიწყო, რაც კანონის დარღვევაა, ამის დამტკიცება შეუძლია და დამატებით 80 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული