თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკომ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"დღეს ლა ლიგას ოფისში ფეხბურთელის აგენტმა კონტრაქტის გასაწყვეტად 120 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით იყო გათვალისწინებული.
პუნქტი, რომლის მიხედვით კლაუსულა 200 მილიონიდან 120 მილიონამდე შემცირდა, 1 ივლისიდან შევიდა ძალაში.
"ატლეტიკო" თვლის, რომ "ბარსელონამ" გრიზმანთან ტრანსფერი ამ თარიღამდე შეათანხმა და ამიტომ 200 მილიონის მიღებას ითხოვს.
ამასთან დაკავშირებით "ატლეტიკო" სასამართლო გარჩევის შესაძლებლობას განიხილავს", - ნათქვამია განცხადებაში.