ყოფილმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ 2000 წელს "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მაშინ ის "სამეფო კლუბმა" სარეკორდო 60 მილიონ ევროდ შეიძინა.
"ვთვლიდი, რომ "ბარსელონა" სათანადოდ არ მეპყრობოდა და გუნდში ჩემი მნიშვნელობის შესაბამის ხელფასს არ მიხდიდა. "რეალის" ვარიანტი გამომიჩნდა, მაგრამ "ბარსელონამ" ჩათვალა, რომ ვხუმრობდი.
"რეალთან" კონტრაქტი გავაფორმე და "ბარსელონა" ჩემს პირობებს დათანხმდა. ისე, დარჩენის შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. ჩემს აგენტს ბლანკოსთან ვალდებულება ჰქონდა და უფრო ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი", - განუცხადა ფიგუმ Four Four Two-ს.