დიეგო სიმეონე: "რეალს" სათამაშო სტილი არ გააჩნია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ La Nacion-თან საუბარში განაცხადა, რომ მადრიდის "რეალს" სათამაშო სტილი არ აქვს.

"როცა კლუბში მუშაობას იწყებ, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ისტორიის გაცნობაა. თუ არ გეცოდინება კლუბის ისტორია, მომავალში რთული დრო გელოდება. თუ კი ვერ ვგრძნობ კლუბის არსს, მე მის გაწვრთნას არ დავიწყებ. სათამაშო სტილი გუნდის ისტორიასთან შეხამებით უნდა შექმნა, ამასთანავე საკუთარი თვისებები უნდა შეინარჩუნო.

"აიაქსს" აქვს თავისი გამოკვეთილი სკოლა, ეს მათი სტილია. "ბარსელონას" აქვს სტილი, "იუვენტუსსაც, როგორც "ატლეტიკოს". აი მადრიდის "რეალს" სტილი არ გააჩნია. მათი სტილი
ფეხბურთელების მიხედვით იცვლება. არიან გუნდები, მაგალითად გვარდიოლას "სიტი", რომელსაც ისტორია არ აქვს, მაგრამ მას გვარდიოლა უქმნის საკუთარ გზას. ვნახოთ, ვიტყვით თუ არა, რომ "მანჩესტერ სიტის" საკუთარი სათამაშო სტილი აქვს"- თქვა ჩოლომ.

რამდენიმე დღის წინ მადრიდის "ატლეტიკომ" ამხანაგურ ტურნირზე "რეალი" 7:3 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დიეგო, ჯერ კრიშტიანოსი გამოიღე და მერე აკრიტიკე სხვები.
saso
19 აგვისტო 2019 13:33
0
ბარსელონას სტილია ყოველ წელიწადს 500 მილიონი დახარჯოს ტრანსფერებში მაგრამ ლიგა წააგოს.გვარდიოლას სტილია მოსაწყენი ფეხბურთი ტიკიტაკი და ლიგა ვერ მოიგოს.
მთავარია შედეგი
06 აგვისტო 2019 07:12
0
რამ გაგამწარა დიეგო სიმეონე რო შაგიპანპალა 2-ჯერ ფინალში იმიტომ ხარ გამწარებული?
pushla
05 აგვისტო 2019 10:18
0
შენი სტილის რა ვთქვი,
ფანი
05 აგვისტო 2019 08:34
0
კაი ბიჭო რაღა იყოთთ.
ფენომენო
05 აგვისტო 2019 00:47
0
მართალია,რომ მადრიდის რეალს საკუთარი "თამაშის სტილი" არ გააჩნია და არასდროს გააჩნდა,მაგრამ როგორც ჩანს ეს ამართლებს.რეალმა მოიგო 13 ჩ.ლ.მოიგო რა,ზედიზედ 3 ჯერ,რაც ჯერ არავის გაუკეთებია.აწყობილი აქვთ და ჰქონდათ წესად,რომ სუპერვარსკვლავი უნდა ყოფილიყო ლიდერი და გამტანი.სტატისტიკას თუ მივემხრობით მხოლოდ ასეთ წესრიგს ჰქონდა და აქვს უპირატესობა.პ.ს.მიკვირს რონალდო როგორ არ წაკბინა:)
კარგით რა
05 აგვისტო 2019 00:46
4
:))))) ესე მალე დაგავიწყდა ზედიზედ ორი სტილი მხოლოდ შენთვის მესამეზე აღარ ვამბობ არაფერს :)))))
1111
04 აგვისტო 2019 19:31
9
სტილი ალბათ შენ 1111-თო რაღაც სხვა რამ გგონია... თორემ შენი კომენტარი ასეთი უშინაარსო არ იქნებოდა
Levani
04 აგვისტო 2019 21:12
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული