ბოლოს 2 წლის წინ გაიტანა - "ბარსელონამ" აშშ-ში "ნაპოლი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონამ" აშშ-ში ამხანაგური მატჩი "ნაპოლისთან" გამართა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო მომენტები, თუმცა უფრო ზუსტი "ბარსელონა" აღმოჩნდა.

ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, როცა საჯარიმოს გარედან სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბუსკეტსმა ბოლოს გოლი 2017 წლის ოქტომბერში გაიტანა.

რამდენიმე წუთში კი "ნაპოლიმ" გაათანაბრა და კვლავ ბარსელონელებმა გაიტანეს. ამჯერად უმტიტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

79-ე წუთზე კი ივან რაკიტიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდები აშშ-ში 10 აგვისტოს კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული