ცნობილი გახდა თუ რა მოთხოვნები წაუყენა პსჟ-მ "ბარსას" ნეიმარის სანაცვლოდ

AutoSharing Option
goal.com- ის ინფორმაციით ნეიმარის სანაცვლოდ პსჟ "ბარსელონასგან"  50 მილიონ ევროსა და 2 ფეხბურთელს - ფილიპე კოუტინიოსა და ნელსონ სემედუს ითხოვს. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პარიზელები მზად არიან ბრაზილიელი ფორვარდი კატალონიურ კლუბს დაუთმონ.

ნეიმარს "ბარსაში" დაბრუნება უნდა, კლუბში, რომელშიც 2013-2017 წლებში გამოდიოდა, თუმცა მხარეები ტრანსფერის თანხაზე ვერ თანხმდებიან. ასევე, გავეცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-მ ნეიმარის ყიდვა მადრიდის "რეალს" შესთავაზა.

მადრიდის "რეალის" ნაბიჯმაც არ დააყოვნა, ფლორენტინო პერესმა გასაოცარი კონტრაქტი გაუგზავნა ბრაზილიელს - 5-წლიანი ხელშეკრულება და წლიური ხელფასი 40 მილიონი ევრო.

ჯერ გადაწყვეტილი არაფერია,
"რეალს" ნეიმარისაგან პასუხი არ მიუღია, ბრაზილიელის მამამ კი ორაზროვანი კომენტარი გააკეთა, რომ მისი შვილი იქ იქნება, სადაც თავს კარგად იგრძნობს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 20 დღეზე მეტია დარჩენილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.



მკითხველის კომენტარები / 5 /
შეიძლება ვცდები,მაგრამ მგონია,რომ ეს ბიჭი იმ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს რასაც ადრე ბარსაში თამაშობდა,ვფიქრობ მასში იმ ფულის გადახდა არ არის საჭირო.და კიდევ :მიუხედავად იმისა,რომ კოუტინიომ წინა სეზონი თავი ვერ წარმოაჩინა,მგონია,რომ ეს ბიჭი არ უნდა გაუშვან და დააყენონ იქ სადაც ყველაზე მეტად გამოსდიოდა თამაში.
sake
10 აგვისტო 2019 17:18
1
ნეიმარი არც მაშინ და არც ახლა არ ღირს მაგდენი...
კოუტინიოზე უნდა ააწყონ გუნდი. უკვე უნდა წავიდეს მზადება მესის შემდგომი პერიოდისთვის
დათო
10 აგვისტო 2019 18:25
0
პერესი მაგარი მენეჯერია! სუ რო არ ჭირდებოდეს როგორც ფეხბურთელი მაიკებით ამოიღებს მაგ ფულს და რეკლამებით. ან თუნდაც ბარსას მოამატრბინებს ფასს.
ბოკინიო
10 აგვისტო 2019 15:47
5
ამის გადმოსვლას ვინც გადავურჩით, გადასვლა გადაგვიყოლებს, უეჭველი :/
ვვვ
10 აგვისტო 2019 15:07
0
ძალიან მაგარი ფხბურთელია ნეიმარი,მაგრამ უკვე ტრავმებისაკენაა მიდრეკილი და ადამიანური თვისებებითაც მოიკოჭლებს,ასე რომ არც ბარსას და არც რეალს არ უღირთ ამდენ თანხად.დარწმუნებული ვარ,პსჟ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ,მაგრად დააკლებს ფასს და თვითონ ნეიმარიც,უფრო დაბალ ხელფასს დაეთანხმება
სოსო
10 აგვისტო 2019 14:33
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული