ცნობილი გახდა, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს ედენ აზარი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ედენ აზარი გუნდს მალე დაუბრუნდება, - იტყობინება Marca.

ბელგიელმა ვარსკვლავმა ბარძაყის დაზიანება მიიღო, რის გამოც ლა ლიგის სტარტის გამოტოვება მოუწია.

თავდაპირველად იყო ცნობა, რომ აზარი ლაზარეთში 4 კვირას გაატარებდა, მაგრამ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

მოსალოდნელია, რომ 28 წლის ფეხბურთელი "რეალში" პირველად ლა ლიგის მესამე მატჩში, "ვილიარეალის" წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც პირველ სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აზარი "რეალს" ამ ზაფხულს ლონდონის "ჩელსიდან" შეუერთდა. მის ტრანსფერში "სამეფო კლუბმა" 100 მლნ ევრო გადაიხადა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული