AS: "ბარსელონას" ერთი წაფორხილებაც და ერნესტო ვალვერდეს მოხსნიან

AutoSharing Option
"ბარსელონა" 5 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მე-7 ადგილზეა. ეს უკანასკნელ 25 წელიწადში მისი ყველაზე უარესი სტარტია და AS-ის ცნობით, მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გადაყენებასთან ახლოსაა.

გამოცემის მტკიცებით, ჩემპიონატის ორ უახლოეს მატჩში ქულების დაკარგვის შემთხვევაში, ვალვერდეს უთუოდ დაითხოვენ სამუშაოდან.

ვალვერდე "ბარსას" 2017 წელს ჩაუდგა სათავეში, კონტრაქტი კი მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"ბარსელონა" პრიმერაზე მე-8 ტურში, 24 სექტემბერს "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ, 28 სექტემბერს სტუმრად "ხეტაფეს" შეხვდება.

კატალონიური გუნდის ჩაბარების მზადყოფნა უკვე გამოთქვა "ალ სადის" თავკაცმა ხავიმ.

ვალვერდეს მოხსნიან" style="height: 50px; width: 50px;" />ESPN: ვალვერდე "ბარსელონას" ფეხბურთელების ნდობას კარგავს

altერნესტო ვალვერდე: გაგვლახეს, მათ მეტის გატანა შეეძლოთ

altაშკარა და დაუჯერებელი - "გრანადამ" "ბარსელონას" მოუგო და გალიდერდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვალვერდე ბარსას იდენტობას კლავს! ტიპმა კოუტინიო მოკლა რომელიც პრემიერლიგის ერთერთი მთავარი ვარსკვლავი იყო თუ მთავარი არა და რა ვალვერდეს დონეზეა ლაპარაკი, შეხედეთ სხვა ფეხბურთელებსაც იგივე რაკიტიჩი დაცვითი ყაიდის ნახევარმცველად აქცია და რაც მთავარია ვერცერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერ პროგრესირებს ამის ხელში პირიქით ყველა რეგრესზეა. ვალვერდე წადი!
barsa
17:00 23-09-2019
0
ერნესტო შენი როტაციებით ტვინი წაიღე. არ ხარ შენ ბარსას დონის და რა ვქნათ ჩვენ გულშემატკივრებმა? მერე ფეხბურთელებს ვერ ურჩევ ადგილს მინდორზე, თუ სად რომელ პოზიცაზე უნდა ითამაშონ, ამის "საუკეთესო" მაგალითია ისეთი კარგი მოთამაშის დაკარგვა როგორიც იყო კოუტინიო! ალბათ გრიზმანსაც, კოუტინიოს გზას გაუყენებ შეიძლება დე იონგსაც.( ღმერთმა არა ქმას) პარალელურად მოგყავთ ისეთი საშულო დონის ფეხბურთელები, რომლებიც სამში არ არიან თამაშის. წადი ერნესტო მშვიდობიანად სანამ დროა და მოიყვანონ ისეთი მწვრთნელი რომელიც ბარსას გამოადგება!
კობა
11:21 23-09-2019
1

სიახლეები პოპულარული