ერნესტო ვალვერდე: მესიმ დისკომფორტი იგრძნო

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-6 ტურში, "ვილიარეალთან" მატჩის პირველ ტაიმში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა, შესვენების შემდეგ კი შეცვალეს. ამაზე კომენტარი "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"მესიმ ბარძაყის კუნთის დისკომფორტი იგრძნო. მისი შეცვლა გადავწყვიტეთ. ხვალამდე მოცდაა საჭირო.

მოგება ყოველთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მესის არყოფნაში ცუდი პერიოდები გვქონდა", - ციტირებს ვალვერდეს El Chiringuito TV "ტვიტერით".

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია სერიოზული არაფერი იქნება. საბოლოოდ გამოჯამრთელებას გისურვებთ ლეო.
goSa
10:07 25-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული