"ბარსელონას" უღიმღამო გამარჯვება - მესი ისევ დაშავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 სექტემბერს, ლა ლიგის მე-6 ტურში "ბარსელონამ" სახლში "ვილიარეალი" 2:1 დაამარცხა.

მესიმ მიმდინარე სეზონში პირველად დაიწყო სასტარტოში თამაში და დებიუტში მისი პასით ანგარიში გრიზმანმა გახსნა, რომელმაც ამ თვეში პირველად გაიტანა. შემდეგ არტურმა მეორედ დალაშქრა ასენხოს კარი, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვეტერანმა კასორლამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა ვალვერდემ მესი (პირველ ტაიმში სამედიცინო დახმარება დასჭირდა) დემბელეთი შეცვალა. 78-ე წუთზე შეცვლაზე ფატი შევიდა, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, პენიასთან შეჯახებისას მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი არ დანიშნა.
ბოლოს პიკეს საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია და საფინალო სასტვენიც გაისმა.

მესი მეორე არაესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც პრიმერაზე სასტარტოში 400 მატჩი ითამაშა - "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" ყოფილმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა დონატომ 415 შეხვედრა ჩაატარა.

"ბარსელონამ", 2008 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონატის 6 სასტარტო მატჩის პირველ ტაიმში ვერ შეინახა კარი მშრალად.

"ბარსელონა" 10 ქულით ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა და 28 სექტემბერს გასვლაზე "ხეტაფეს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 70 316 მაყურებელი
ბარსელონა - ვილიარეალი 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (6), 2:0 არტური (15), 2:1 კასორლა (44)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ფირპო, რობერტო (დე იონგი 63), ბუსკეტსი, არტური, მესი (დემბელე 46), სუარესი (ფატი 78), გრიზმანი

ვილიარეალი: ასენხო, პენია, ალბიოლი, ტორესი, კინტილია, ზამბო-ანგისა, იბორა, ჩუკვეზე, კასორლა (ბაკა 77), ონტივეროსი (ეკამბი 57), მორენო (გომესი 68)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული