მადრიდის "რეალის" კაპიტან სერხიო რამოსს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ელოდება მსაჯის შეურაცხყოფის გამო და თუ მადრიდის "ატლეტიკო" საჩივარს შეიტანს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში, გამოძიებაც დაიწყება.
აღნიშნული შემთხვევა ლა ლიგის მე-7 ტურში, მადრიდული დერბის დროს მოხდა და როგორც ესპანური გამოცემები წერენ, სერხიო რამოსმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შეხვედრის მთავარ არბიტრ გონსალეს გონსალესს.
თუ რამოსს შეურაცხყოფა დაუმტკიცდება, რეგლამენტის მიხედვით, 4-დან 12 მატჩამდე შეიძლება იყოს სასჯელი და ეს ნიშნავს, რომ მადრიდელთა კაპიტანს წლევანდელი სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" გამოტოვება მოუწევს, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.
თუმცა არსებობს
შესაძლებლობა, ეს სიტუაცია შეფასდეს, როგორც უპატივცემულობა და ამ შემთხვევაში, სასჯელი უფრო ლმობიერი იქნება - 2 ან 3 მატჩი.
მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" 26 ოქტომბერს, გასვლაზე შეხვდება. აღნიშნული მატჩი ლა ლიგის მე-10 ტურში შედგება და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.