პეპ გვარდიოლას კატალონიის ჟენერალიტეტის ხელმძღვანელად განიხილავენ

AutoSharing Option
კატალონიელმა პოლიტიკოსმა არტურ მასმა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას კატალონიის არჩევნებში მონაწილეობის იდეა წამოაყენა.

El Confidencial-ის ცნობით, პარტია "კატალონიასთან ერთად" გვარდიოლას მომავალ ლიდერად მოიაზრებს, რომელიც სათავეში უნდა ჩაუდგეს კატალონიის ჟენერალიტეტს.

გამოცემის მტკიცებით, გვარდიოლას არ უნდა "სიტისთან" კონტრაქტის გაგრძელება. მისი ოჯახი ბარსელონაში ცხოვრობს.

გვარდიოლას კონტრაქტი ივნისში უმთავრდება და მხოლოდ მაშინ მოახერხებს კატალონიაში დაბრუნებას.

კატალონიის ჟენერალიტეტის პრეზიდენტი 2018 წლის მაისიდან კიმ ტორაა, რომელმაც კარლეს პუდჩემონი შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული