ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი რობერტ მორენო ძალიან მაღალი შეხედულებისაა "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესიზე.
"ლეო ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისგან განსხვავებულია, სულ სხვა დონეზე თამაშობს. მას მწვრთნელის ვარჯიში არ სჭირდება, ის თავადაა ფეხბურთი.
ლეო ისეა, როგორც მატრიცაშია - ის მეტოქეთა ფეხების და მეკარის ყველა მოძრაობას ხედავს. ამის შემდეგ სწორ გადაწყვეტილებას იღებს", - ციტირებს მორენოს Goal-ი.
გაზეთმა The Independent-მა მესი XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.